Casta Diva · Gemstones Georgia

ქვა, რომლის არჩევანიც გასაგებია

Casta Diva არის საქართველოში მოქმედი ლაბორატორიული ქვების ბრენდი. ვაწარმოებთ და ვაწვდით დაუმაგრებელ ბრილიანტებს, Melee-სა და ფერად ქვებს კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით.

როგორ ვმუშაობთ

წარმოების სიზუსტე, ადამიანური კონსულტაცია

ონლაინ კატალოგი არჩევანის დასაწყისია. კონკრეტული ქვა, მისი ვიზუალი, დოკუმენტი, საბოლოო ფასი და ვადა შეკვეთამდე წერილობით დასტურდება.

ჩვენი წარმოება

ქვა მზადდება შეთანხმებული ფორმის, კარატის, ფერისა და სისუფთავის მიხედვით. განმეორებადი B2B პარტიებისთვის სპეციფიკაციას ვინარჩუნებთ.

გადამოწმებადი არჩევანი

როდესაც ქვას ანგარიში ახლავს, მის ნომერსა და ძირითად მონაცემებს ოფიციალურ ლაბორატორიულ ბაზაში დამოუკიდებლად გადაამოწმებთ.

გამჭვირვალე შეთავაზება

საორიენტაციო ფასი საჯაროა, ხოლო კონკრეტული ქვის საბოლოო ფასი, ვადა და 50%-იანი დეპოზიტი წერილობით შეთავაზებაში ფიქსირდება.

ჩვენი პრინციპი

არ ვქმნით დაპირებას კონკრეტული ქვის ნახვამდე

არ ვასაღებთ რეფერენს-ფოტოს კონკრეტულ მარაგად, არ ვაწერთ ქვას დაუდასტურებელ სერტიფიკატს და არ ვმალავთ საბოლოო გადაწყვეტილებისთვის საჭირო პარამეტრებს. ჩვენი მიზანია, ტექნიკური მონაცემი რეალურ ვიზუალურ არჩევანად გადაიქცეს.

დაიწყეთ პირადი შერჩევა
მოგვწერეთ WhatsApp-ზე