კალიბრირებული პარტიები

Melee — წვრილი ბრილიანტები

Melee ჰქვია ბრილიანტებს დაახლოებით 0.18 კარატამდე. ისინი ცალკე არ იყიდება როგორც ცენტრალური ქვა: მათი ადგილი პავეში, ჰალოსა და გვერდით რიგებშია, სადაც მთავარია ერთი პარტიის თანაბრობა და არა თითოეული ქვის ცალკე აღებული ხარისხი.

ფასი განისაზღვრება კარატზე, კალიბრისა და მოცულობის მიხედვით. მოგვწერეთ პარამეტრები და მიიღებთ კონკრეტულ შეთავაზებას.
ზომების ცხრილი

კალიბრი, წონა და ცალობა

მრგვალი melee, სწორი პროპორციების პირობებში. კონკრეტული პარტიის წონა დასტურდება შეფუთვის ფურცლით.

დიამეტრიდაახლ. წონაქვა 1 კარატშიტიპური გამოყენება
0.9 მმ0.0040 ct250პავე, მიკროპავე
1.0 მმ0.0050 ct200პავე, მიკროპავე
1.1 მმ0.0065 ct154პავე, მიკროპავე
1.2 მმ0.0080 ct125პავე, მიკროპავე
1.3 მმ0.010 ct100პავე, მიკროპავე
1.4 მმ0.012 ct83პავე, მიკროპავე
1.5 მმ0.015 ct67ჰალო, პავე
1.7 მმ0.020 ct50ჰალო, პავე
2.0 მმ0.030 ct33ჰალო, პავე
2.2 მმ0.040 ct25გვერდითი ქვები
2.5 მმ0.057 ct18გვერდითი ქვები
2.7 მმ0.075 ct13გვერდითი ქვები
3.0 მმ0.100 ct10აქცენტი, eternity
3.4 მმ0.150 ct7აქცენტი, eternity
3.8 მმ0.200 ct5აქცენტი, eternity
სად გამოიყენება

ოთხი ტიპური სცენარი

პავე

ბეჭდის რკალი მოფენილია 1.0–1.7 მმ ქვებით. აქ კალიბრის თანაბრობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თითოეული ქვის სისუფთავე.

ჰალო

ცენტრალურ ქვას არტყია 1.1–1.5 მმ რგოლი. ჰალო ვიზუალურად ზრდის ცენტრს, ამიტომ უფრო პატარა ცენტრალური ქვაც სრულფასოვნად გამოიყურება.

გვერდითი ქვები

სამქვიან ბეჭდებში 2.0–3.8 მმ ქვები. აქ ფერი ცენტრალურ ქვას უნდა ერგებოდეს, თორემ სხვაობა შესამჩნევია.

Eternity და საყურეები

სრული რკალი ერთი კალიბრით. ერთ ნაკეთობაზე ქვები ერთი პარტიიდან უნდა იყოს აღებული.

რას ვამბობთ პირდაპირ

melee-ს ინდივიდუალური სერტიფიკატი არ აქვს და ვერც ექნება: ცალკე ანგარიში დაახლოებით 0.18 კარატიდან გამოიყენება. პარტიას თან ერთვის დეკლარაცია ფერისა და სისუფთავის დიაპაზონით, კალიბრითა და საერთო წონით. ვინც ცალკე სერტიფიკატს გპირდებათ წვრილ ქვებზე, ან ტერმინს ურევს, ან ფასს ბერავს.

როგორ მოწმდება სერტიფიკატი

რას ვთხოვთ შეკვეთისას

  • კალიბრი მილიმეტრებში, ან საჭირო ქვების რაოდენობა
  • საერთო წონა კარატებში, თუ უკვე იცით
  • ფერისა და სისუფთავის სასურველი დიაპაზონი (მაგალითად DEF / VS)
  • ნაკეთობა, რომლისთვისაც გჭირდებათ: პავე, ჰალო, eternity
  • ვადა
ფასი მოთხოვნით

მოგვწერეთ კალიბრი და მოცულობა

melee-ს ფასი მკვეთრად იცვლება კალიბრისა და პარტიის ზომის მიხედვით, ამიტომ საჯარო ფასს არ ვდებთ. მოთხოვნაზე მიიღებთ ფასს კარატზე და საერთო ღირებულებას.

პასუხს მიიღებთ ერთი სამუშაო დღის განმავლობაში. შეკვეთა მხოლოდ დეტალების წერილობით დადასტურების შემდეგ ფორმდება.

WhatsApp