კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ეს გვერდი აღწერს, როგორ იყენებს შპს კასტა დივა (საიდენტიფიკაციო კოდი 406123109) ინფორმაციას, რომელსაც საკონტაქტო ფორმით გვაწვდით.
მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი
შპს კასტა დივა, საიდენტიფიკაციო კოდი 406123109, ბრენდი Casta Diva, საქართველო. ელფოსტა: [email protected].
რას ვაგროვებთ
სახელს, თქვენ მიერ მითითებულ ტელეფონს ან ელფოსტას და დაკავშირების სასურველ გზას. სურვილის შემთხვევაში — ბიუჯეტს, კომენტარს და B2B მოთხოვნისთვის კომპანიის, რაოდენობის, სპეციფიკაციისა და ვადის ინფორმაციას.
რატომ ვიყენებთ
მხოლოდ მოთხოვნაზე საპასუხოდ, შესაბამისი ქვის შესარჩევად და შეთანხმებული კომერციული შეთავაზების გასაგზავნად.
ვის ვუზიარებთ
მონაცემები შეიძლება ტექნიკურად დამუშავდეს ელფოსტის ან შეტყობინების მიწოდების სერვისის მიერ. მარკეტინგულ სიაში ავტომატურად არ დაგამატებთ და მონაცემებს არ ვყიდით.
რამდენ ხანს ვინახავთ
იმ ვადით, რაც საჭიროა მოთხოვნის დასამუშავებლად, შეთანხმებული გარიგების დოკუმენტაციისთვის ან კანონით დაკისრებული ვალდებულებისთვის.
თქვენი მოთხოვნა
მონაცემის ნახვის, შესწორების ან წაშლის მოთხოვნისთვის მოგვწერეთ [email protected]-ზე, WhatsApp-ზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593 575 781.
